„აზოვი": "რუსებმა „აზოვსტალთან“ საევაკუაციო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 1 მებრძოლი, 6 დაიჭრა"
06/05/2022 12:49:53 მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს, - იუწყება „აზოვის“ პოლკი.
„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის დროს რუსებმა ავტომობილს, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ ევაკუაციის მიზნით მიემართებოდა, ცეცხლი გაუხსნეს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 6 მებრძოლი. მტერი აგრძელებს ყველა შეთანხმების დარღვევას და არ იცავს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უსაფრთხოების გარანტიებს", - აცხადებენ „აზოვის“ პოლკში.


