
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონით მიემართებიან
06/05/2022 11:25:05 პოლიტიკა, საზოგადოება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან.
ისინი ციხესთან აქციის გამართვას გეგმავენ, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.
გუშინ მთავრობის კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციას ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები ესწრებოდნენ.
სააკაშვილის ოჯახი აქციებს რეგიონებშიც აანონსებს.