მედია: უკრაინულმა "ნეპტუნმა" ზმეინის კუნძულთან მდგომი რუსული ფრეგატი დააზიანა
06/05/2022 10:32:44 მსოფლიო
უკრაინულმა სისტემა "ნეპტუნმა" ზმეინის კუნძულთან მდგომი პროექტ 11356Р-ის «ბურევესტნიკის» ტიპის რუსული ფრეგატი დააზიანა, - იუწყება უკრაინული მედია. გამოცემა «Думская»-ს ცნობით, გემზე აფეთქება მოხდა და გაჩნდა ცეცხლი.
"ამჟამად შავი ზღვის აკვატორიის ამ რაიონის თავზე რუსული ავიაცია ტრიალებს, ყირიმიდან რუსული ფრეგატის დასახმარებლად სამაშველო ხომალდები გამოვიდნენ, - წერს გამოცემა.
ინფორმაციას ადასტურებს სახალხო დეპუტატი ალექსეი გონჩარენკოც. მისი მონაცემებით, დაზიანებულია ფრეგატი «ადმირალი მაკაროვი».
უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური დადასტურება ჯერ არ ყოფილა.
კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსული მხარე მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.


