რუსეთი შიშობს, უკრაინამ ამერიკული რაკეტებით ყირიმის ხიდი არ გაუნადგუროს
06/05/2022 09:43:48 მსოფლიო
რუსეთი შიშობს, უკრაინამ ამერიკული რაკეტებით ყირიმის ხიდი არ გაუნადგუროს, - იუწყება ბრიტანული პორტალი "Аl Аraby".
«მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინისთვის ხარისხიანი შეიარაღების მიწოდება დაიწყო, რასაც ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია, რუსეთში იზრდება შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ომმა შესაძლოა, მის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს და რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტები ამერიკული იარაღის სამიზნედ შეიძლება, იქცეს. დღის წესრიგში დგას კითხვა, შესაძლებელია თუ არა, ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს 2014 წელს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს, უკრაინული დარტყმების შემდეგი სამიზნე გახდეს?" - წერს "Аl Аraby".
უკრაინული საიტი «Defense Express» იუწყება, რომ კიევმა შესაძლოა, უახლოეს ხანებში ამერიკული სარაკეტო სისტემები «HIMARS» ან «М-270» მიიღოს, რომელთაც 300 კმ სიშორის ბალისტიკური რაკეტებით ყირიმის ხიდის განადგურება ძალუძს. საიტი ყირიმის ხიდის შესაძლო განადგურებას «უმნიშვნელოვანესად" აფასებს, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსების მთელი სამხრეთ დაჯგუფების საზურგე მომარაგება და შავი ზღვის ფლოტის მიერ უკრაინაში სადესანტო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა განულდება.
"თუმცა უკრაინის მიერ ამერიკული ხარისხის შეიარაღების შეძენა არ აძლევს კიევს ყირიმის ხიდის იოლი განადგურების გარანტიებს, რადგან ეს უკანასკნელი ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის რუსული სისტემებითაა დაცული» - დასძენს "Defense Express".


