"როგორც არ უნდა ეცადოს პუტინი, ის ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულს, უკრაინა გაიმარჯვებს"
06/05/2022 08:43:12 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, "როგორც არ უნდა ეცადოს პუტინი, ის ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულს". ამის შესახებ მან ლონდონში უკრაინის დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
"პუტინი ვერასდროს დაამარცხებს დაუოკებელ შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც უკვე მოიგერიეს რუსული არმია კიევის კარიბჭეებთან. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა იქნება თავისუფალი და სუვერენული, უკრაინა კვლავ აღდგება. ესაა ბრძოლა თავისუფლებასა და ჩაგვრას, დემოკრატიასა და ტირანიას, დამოუკიდებლობასა და იმპერიალიზმს შორის, სინათლესა და სიბნელეს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, ამიტომ ვფიქრობ ასე", – განაცხადა ჯონსონმა.


