გუტერეში: „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა"
06/05/2022 07:39:34 მსოფლიო
„აზოვსტალის“ ქარხნიდან, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
„გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ერთიანი ოპერაციის შედეგად, ორმა უსაფრთხო კოლონამ წარმატებით განახორციელა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან“, – დაწერა გუტერეშმა სოციალურ ქსელში.
გუტერეშს იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და კიევთან შემდგომი კოორდინაციით ისევ მიაღწევენ ჰუმანიტარულ პაუზას, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო პირების უსაფრთხოდ გაყვანას.


