ბრიტანული დაზვერვა: "რუსული ძალები „აზოვსტალზე" სახმელეთო შეტევას აგრძელებენ"
06/05/2022 06:03:29 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსული ძალები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაზე სახმელეთო შეტევას აგრძელებენ.
მისი ცნობით, რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს სიმბოლური წარმატება აღნიშნოს.
„მარიუპოლში რუსეთის ძალისხმევა პერსონალის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დანაკარგების ხარჯზე მოხდა. სანამ უკრაინული წინააღმდეგობა გრძელდება „აზოვსტალში“, რუსული დანაკარგები კვლავ გაიზრდება“, -აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.


