Accentnews.ge
პენტაგონში "მოსკვას" განადგურებაში ამერიკულ ჩართულობას უარყოფენ

პენტაგონში "მოსკვას" განადგურებაში ამერიკულ ჩართულობას უარყოფენ

06/05/2022 05:37:47 მსოფლიო

პენტაგონმა უარყო ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ განადგურებაში უკრაინას ამერიკული დაზვერვის მონაცემები დაეხმარა.

"ჩვენ უკრაინისთვის არ მიგვიწოდებია "მოსკვას" სამიზნეების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია. ჩვენ არ ვმონაწილეობდით უკრაინელების გადაწყვეტილებაში გემზე დარტყმის თაობაზე ან იმ ოპერაციაში, რომელიც მათ ჩაატარეს. ჩვენ წინასწარ არ ვიცოდით, თუ უკრაინა გემის სამიზნეში ამოღებას გეგმავდა", – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.

NBC, The Washington Post და The New York Times იუწყებიან, რომ უკრაინამ აშშ–სგან ითხოვა შავ ზღვაში მყოფი გემის იდენტიფიცირება და მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა კრეისერი „მოსკვა“ ამოიცნეს და მისი ზუსტი ადგილსამყოფელი განსაზღვრეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრეისერს რაკეტები ესროლეს.

იხილეთ ასევე: რა ბედი ეწია "Москва"–ს ეკიპაჟს: გადარჩენილები ყვებიან იმას, რასაც შოიგუს უწყება მალავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S