უკრაინის გენშტაბი: "რუსებმა "აზოვსტალის" მიმდებარე დასახლებულ პუნქტებზე საჰაერო თავდასხმა განაახლეს"
06/05/2022 05:26:56 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსელმა ძალებმა "აზოვსტალის" მიმდებარე დასახლებულ პუნქტებზე საჰაერო თავდასხმა განაახლეს.
მისი ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ მარიუპოლის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირებას "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო პოპასნას დასახლებულ პუნქტზე სრული კონტროლის დამყარებაზე.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა განაახლეს შეტევები დიმანისა და სივერსკის დასახლებებზე.
გენშტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა, დონბასში, მტრის 11 თავდასხმა მოიგერიეს. უკრაინელებმა გაანადგურეს მტრის 8 ტანკი და 5 ჯავშანტექნიკა.


