Accentnews.ge
გერმანიის კანცლერი: "მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს"

გერმანიის კანცლერი: "მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს"

05/05/2022 21:26:04 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთი უკრაინას ომს არ მოუგებს.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ყოველი სისასტიკის შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენი ერთიანობა მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ის არ მოიგებს მას“, -აღნიშნა შოლცმა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით 130 მლნ დოლარს გამოუყოფს ჰუმანიტარული დახმარების სახით.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S