კირილენკო: "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მეორე ეტაპი დაიწყო"
05/05/2022 19:14:20 მსოფლიო
მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა პავლო კირილენკომ განაცხადა.
მან ევაკუაციის დეტალების თაობაზე საუბრისგან თავი შეიკავა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გაერო–სა და "წითელი ჯვრის" კოლონა მარიუპოლში გაემგზავრა.
"ვიმედოვნებთ, გამოვიყვანთ იქ დარჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებს", - განაცხადა გაერო–ს გენერალური მდივნის მოადგილემ მარტინ გრიფიტსმა.
3 მაისს გაერო–მ და "წითელმა ჯვარმა" "აზოვსტალიდან" 100–მდე ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.


