ისრაელში, პარკში გამვლელებს ნაჯახითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს
05/05/2022 18:53:16 მსოფლიო
ისრაელში, ქალაქ ელადში მდებარე პარკში გამვლელებს ნაჯახითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდასხმა ორმა კაცმა განახორციელა.
ინციდენტის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


