ლიეტუვაში გაზსადენ GIPL-ის გახსნის ცერემონია გაიმართა
05/05/2022 17:42:26 მსოფლიო
ლიეტუვაში გაზსადენ GIPL-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი დაესწრნენ.
პოლონეთსა და ლიეტუვას შორის გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ევროკავშირის გაზის ბაზართან დააკავშირებს.
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, ახლა ლიეტუვა პოლონეთთან და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად თავდაჯერებულად ამბობს „არას“ რუსულ გაზსა და ნავთობზე.
„ეს განსაკუთრებული დღეა ლიეტუვისა და პოლონეთისთვის ისევე, როგორც ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებისა და ფინეთისთვის. დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ვაძლიერებთ წინააღმდეგობას რუსული ენერგოშანტაჟის მიმართ“, - დასძინა ნაუსედამ.
GIPL-ის მილსადენით გაზის მიწოდება პირველი მაისიდან უკვე დაიწყო.


