Accentnews.ge
დნესტრისპირეთის ტელევიზია უკრაინასთან საზღვარზე სროლის შესახებ იუწყება

დნესტრისპირეთის ტელევიზია უკრაინასთან საზღვარზე სროლის შესახებ იუწყება

05/05/2022 14:47:21 მსოფლიო

მოლდოვას სეპარატუსტულ რეგიონ დნესტრისპირეთის ტელევიზია - «ТСВ» "ძალოვან უწყებებზე" დაყრდნობით უკრაინასთან საზღვარზე სროლის შესახებ იუწყება.

მისი მტკიცებით, შეარაღებული ინციდენტი რეგიონის სამხრეთ ნაწილში, პერვომაისკი-კუჩირგანის გადასასვლელთან, უკრაინულ მხარეს მოხდა.

გასულ კვირას სოცქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასახული იყო ბეტონის ზღუდეები, რომლებიც უკრაინელებმა საზღვარზე აღმართეს.

უკრაინის სასაზღვრო უწყება «ТСВ»-ს ინფორმაციას ჯერ არ გამოჰხმაურებია.

ცნობისთვის: ბოლო დღეებში სეპარატისტებმა დნესტრისპირეთში აფეთქებებისა და სროლის შესახებ ინფორმაცია უკვე არაერთხელ გაავრცელეს.

4 მაისს ევროკავშირი მოლდოვას სამხედრო დახმარების გაზრდას, ასევე კიბერშეტევებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S