Accentnews.ge
საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე უკრაინისთვის 6.5მლრდ დოლარი შეგროვდა

საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე უკრაინისთვის 6.5მლრდ დოლარი შეგროვდა

05/05/2022 14:02:46 მსოფლიო

საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე, რომელიც უკრაინისთვის თანხის მოზიდვის მიზნით გაიმართა, ქვეყნის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი შეგროვდა.

როგორც პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, პოლონეთი უკრაინისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო გამკაცრდეს.

"მადლობა ყველა შენატანისთვის. ძალიან მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით 6.5. მილიარდი დოლარის შეგროვება. რუსულ გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო აუცილებელია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსული აქტივებისა და ფედერალური რეზერვების კონფისკაცია. სახსრები უნდა იყოს მიმართული უკრაინის აღდგენაზე", - განაცხადა მოროვეცკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S