Accentnews.ge
არესტოვიჩი: "უკრაინელმა სამხედროებმა „აზოვსტალიდან” ოკუპანტები უკუაგდეს"

არესტოვიჩი: "უკრაინელმა სამხედროებმა „აზოვსტალიდან” ოკუპანტები უკუაგდეს"

05/05/2022 13:15:04 მსოფლიო

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, „აზოვსტალში“ ბრძოლები გრძელდება და უკრაინელი ჯარისკაცები მამაცურად უწევენ წინააღმდეგობას მტრის ძალებს.

„გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენმა დამცველებმა განდევნეს. ახლა ვაჯამებთ ინფორმაციას“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S