Accentnews.ge
უკრაინა კონტრშეტევაზე გადასვლის თაობაზე იუწყება

უკრაინა კონტრშეტევაზე გადასვლის თაობაზე იუწყება

05/05/2022 11:32:55 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

როგორც მან აღნიშნა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება შეერთებული შტატების შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალ მარკ მილს მორიგ ჯერზე გააცნო.

„ტრადიციულად ვაცნობე ჩემს ამერიკელ კოლეგას ოპერატიული ვითარების შესახებ. კერძოდ, მტრის მთავარი ძალისხმევის ლუგანსკის მიმართულებით გადატანის შესახებ, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება პოპასნაიას, კრემენაიასა და ტორსკის მიდამოებში. ასევე, ვაცნობე ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის თაობაზე“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S