
"იუწყებიან კორონავირუსის ახალ მუტაციაზე, რომელიც უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „ომიკრონი“
05/05/2022 10:46:30 საზოგადოება
"უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, რამდენიმე ინფორმაცია გაჩნდა კორონავირუსის ახალ მუტაციებთან დაკავშირებით. ეს არის კორონავირუსის, „ომიკრონის“ ქვე ვარიანტები, რომელიც უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „ომიკრონი“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში აღნიშნული ახლი მუტაცია არ დაფიქსირებულა.
"საბედნიეროდ, ჯერჯერობით საქართველოში ეს ახალი მუტაცია არ დაფიქსირებულა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბოლომდე დაცული ვიქნებით ახალი შტამის გამოვლენისგან. მინდა, ვიყოთ ისევ და ისევ ფრთხილად. მინდა ქვეყანას უსაფრთხო ზაფხული ჰქონდეს და ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობაა ვაქცინაცია. განსაკუთრებით, ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ კორონავირუსის მესამე დამატებით ვაქცინაციაზე „ბუსტერ დოზაზე“. „ბუსტერ დოზა” საქართველოში 250 000 ადამიანს აქვს გაკეთებული, მაშინ, როდესაც ორი დოზით 1 260 000 ადამიანია ვაქცინირებული. ჩვენ მაისში გაკეთებული ვაქცინაცია, მომდევნო 4-6 თვის განმავლობაში გვაძლევს შესაძლებლობას თავი მაქსიმალურად დაცულად ვიგრძნოთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.