
"პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია, კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებას გააგრძელებს"
05/05/2022 10:43:04 საზოგადოება
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნაადრევია კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზე საუბარი.
მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება გააგრძელონ.
"თუ დღევანდელ რეალობას გავითვალისწინებთ, ქვეყანაში მხოლოდ ერთადერთი შეზღუდვა დარჩა, კერძოდ, ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში, ამის უკან პირველ რიგში სამედიცინო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დგას, ასევე აფთიაქები. სასურველი იქნება, თუ ჩვენ პანდემიის ბოლომდე ამ შეზღუდვებს დავტოვებთ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მოთხოვნა არ გვაქვს, ძალიან კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარებას გააგრძელებს. ჯერ ცოტათი ნაადრევია პანდემიის დასრულებაზე საუბარი",- აცხადებს ჩხაიძე.