Accentnews.ge
ცხინვალელი "თავდაცვის მინისტრი": "ოს მოხალისეებს ხშირად ბანდფორმირებებს უთანაბრებენ"

ცხინვალელი "თავდაცვის მინისტრი": "ოს მოხალისეებს ხშირად ბანდფორმირებებს უთანაბრებენ"

05/05/2022 08:44:42 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ ფუხაევი რუსული მხარის მიერ უკრაინასთან საომრად წასული ოსი "მოხალისეების" სტატუსის აღიარების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "სტატუსის არქონის გამო მათ ხშირად ბანდფორმირებებს უთანაბრებენ".

ფუხაევი დონბასში ჩავიდა, სადაც როგორც ოს სამხედროებსა და "მოხალისეებთან", ისე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას და "იმის მიღწევას, რომ ოს მოხალისეთა რაზმის მეთაურებს უშუალო კავშირი ჰქონდეთ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ოსი სამხედროები ექვემდებარებიან".

«დონბასში სამხრეთ ოსეთიდან ჩასული ბევრი მოხალისე იბრძვის. მათთან შეხვედრისას შევიტყვე, რომ უდიდეს პრობლემას აწყდებიან, რადგან ხშირად მათ ბანდფორმირებებს უთანაბრებენ და უარს ეუბნებიან მათგან დახმარების მიღებაზე. ამ რაზმში როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩასული მოხალისეები არიან სწორედ მოხალისეთა სტატუსით და ვაპირებ, რუსული სარდლობის წინაშე მათ თავდებში ჩავუდგე, რათა ამ ბიჭებს შესაძლებლობა მიეცეთ, ბრძოლის ველზე თავის თანამოქალაქეებს დაეხმარონ», – განაცხადა ფუხაევმა.

ცნობისთვის: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე "მოხალისე" ალიმ ლოხოვი, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ასმეთაური ინალ კორტოვი, სერჟანტი ანდრეი ბაკაევი, ასევე მოხალისეები რუსლან ბესაევი და რუსლან კაზიევი დაიღუპნენ.

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსულ ბაზაზე მომსახურე ოსების ნაწილმა ბრძოლაზე უარი განაცხადა და უკრაინიდან შინ დაბრუნდა. ამ 300-მდე სამხედროსთან დე ფაქტო ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი "აწარმოებს მუშაობას", რომელიც მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა «უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის პერიოდისთვის სამხრეთ ოსეთის სპეცწარმომადგენლად" დანიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S