Accentnews.ge
ზელენსკი: "მარიუპოლიდან კიდევ 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა"

ზელენსკი: "მარიუპოლიდან კიდევ 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა"

05/05/2022 07:03:16 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლიდან და მისი შემოგარენიდან კიდევ 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წარმატებით ახორციელებს ევაკუაციის პროცესს", - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპანტებს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, მარიუპოლში დარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის.

"ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას "აზოვსტალიდან", მარიუპოლიდან. ჯერ კიდევ არიან იქ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ბავშვები. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა მათ გადასარჩენად", - აღნიშნა ზელენსკიმ.

3 მაისს "აზოვსტალიდან", რომელიც ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომელსაც ჯერაც აკონტროლებს უკრაინა, 112 ადამიანი გაიყვანეს. მას შემდეგ "აზოვსტალიდან" ევაკუაცია არ განხორციელებულა.

ამასთან, უკვე 2 დღეა, ქარხანაში რუსები შევიდნენ. "აზოვის" პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ, რომელიც "აზოვსტალის" ქარხანაში იმყოფება, თქვა, რომ ქარხნის გვირაბებში შიგნით მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S