Accentnews.ge
"ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს"

"ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს"

05/05/2022 06:49:24 მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ დონორთა კონფერენცია, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება, ათვლის წერტილი გახდება უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის.

„ეს ზუსტად ის არის, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გვსურს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალ დონორს მივცეთ შესაძლებლობა, გამოავლინოს დემონისტრირება უკრაინის მიმართ“, – განაცხადა მიშელმა.

მიშელმა ასევე დაასახელა სამი მიზანი, რომელსაც ის სატრასტო ფონდის გამოსაყენებლად ხედავს. პირველი, ჰუმანიტარული დახმარება. მეორე მიზანი – ლიკვიდურობა და მესამე – ქვეყნის აღდგენა.

მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფისთვის, ასევე, მნიშვენლოვანია უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერა გრანტებითა და კრედიტებით, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის დონის შენარჩუნება მაქსიმალურ დონეზე.

უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო დონორთა კონფერენცია პოლონეთსა და შვედეთში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S