უკრაინის გენპროკურატურა – პუტინის ომს 221 ბავშვი ემსხვერპლა, 408 დაშავდა
05/05/2022 06:46:12 მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინაში 221 ბავშვი დაიღუპა, 408 დაშავდა.
"5 მაისის დილის მონაცემებით დაღუპული ბავშვების რიცხვი 221-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 405-მდე გაიზარდა", - აცხადებს პროკურორის ოფისი.
რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 584 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 118 კი მთლიანად განადგურდა.


