რუსეთში ომის მოწინააღმდეგე ქალმა პირი ამოიკერა
05/05/2022 06:47:38 მსოფლიო
რუსეთში ომის მოწინააღმდეგე ქალმა პირი ამოიკერა. ეკატერინბურგის მკვიდრი ნადეჟდა საიფუტდინოვა უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო პიკეტზე პირამოკერილი გავიდა პლაკატით, რმელზეც ეწერა: "დუმილი დაუშვებელია", "ომი მშვიდობა არაა, თავისუფლება - მონობა, უვიცობა - ძალა".

რამდენიმე წუთში ქალი პოლიციელებმა დააკავეს და შს განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც მოგვიანებით საიფუტდინოვამ ჟურნალისტებს უამბო, პოლიციელები მას ჯერ ფსიქიატრიულში გადაყვანას უპირებდნენ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და ტრავმატოლოგთან გადაიყვანეს ნაკერების ძალდატანებით ასახსნელად.


