ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს მთელ უკრაინაში"
05/05/2022 06:41:12 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს მთელ უკრაინაში, რაც მიზნად ისახავს უკრაინის მარაგების განადგურებას.
მისი ცნობით, იმის გამო, რომ შეფერხდა რუსული სამხედრო ოპერაციები, გრძელდება არასამხედრო სამიზნეების - სკოლების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი კორპუსების და სატრანსპორტო ჰაბების მიზანში ამოღება.
"ეს მიუთითებს რუსეთის სურვილზე, მიზანში ამოიღოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რათა შეასუსტოს უკრაინის სიმტკიცე. განგრძობადი თავდასხმა ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებზე, როგორიცაა ოდესა, ხერსონი და მარიუპოლი, ხაზს უსვამს რუსეთის სწრაფვას, სრულად აიღოს კონტროლი შავ ზღვაზე გასასვლელზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, აკონტროლოს უკრაინის კომუნიკაციების საზღვაო ზოლი, რაც მის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება", - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.


