Accentnews.ge
ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებს ბლოკის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავს, - მედია

ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებს ბლოკის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავს, - მედია

05/05/2022 06:42:03 ევროპა

ევროკავშირი მე-6 სასანქციო პაკეტის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებს ბლოკის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავს. შეზღუდვა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეეხება. ამასთან, სანქციები არ გავრცელდება პირებზე, რომელთაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ან შვეიცარიის მოქალაქეობა გააჩნიათ, - წერს "Bloomberg".

რიგით მე-6 სასანქციო პაკეტის შესახებ გუშინ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, შეზღუდვები, მათ შორის, რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოსა და "სბერბანკის" SWIFT-სისტემისგან გათიშვას მოიცავს.

ამასთანავე, "Reuters"-ის წყაროები იუწყებიან, რომ 4 მაისის შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსული ნავთობის სანქცირების საკითხზე საბოლოოდ მაინც ვერ შეთანხმდნენ. კერძოდ, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა თანხმობა განაცხადეს, თუმცა დრო ითხოვეს, საბერძნეთმა, მალტამ და კვიპროსმა კი ემბარგოს აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

ცნობისთვის: სანქციების ძალაში შესასვლელად ევროკავშირში სრული კონსენსუსია საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S