ფუმიო კიშიდა იაპონია–რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მოსკოვს აკისრებს პასუხისმგებლობას
05/05/2022 06:14:26 მსოფლიო
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ იაპონიის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "სრულიად მიუღებელია".
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაული“, - განაცხადა კიშიდამ.
მისი თქმით, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი.
„რუსულმა მხარემ სამხედრო საშუალებებს მიმართა და ეს ვითარება გამოიწვია. იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს, მათ შორის ფუმიო კიშიდა, ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.


