Accentnews.ge
"რუსებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს" – უკრაინის გენშტაბი

"რუსებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს" – უკრაინის გენშტაბი

05/05/2022 06:10:23 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლების შედეგად მიკოლაივისა და ხერსონის ოლქების საზღვარზე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის ანგარიშის მიხედვით, მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევითი ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში იმ მიზნით, რომ დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.

„4 მაისს უკრაინელმა დამცველებმა დონბასში მტრის 11 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს მოწინააღმდეგის 5 ტანკი, 7 ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა. საჰაერო ძალების და სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ცხრა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: 4 უპილოტო საფრენი აპარატი, სამი მტრის საკრუიზო რაკეტა და ორი თვითმფრინავი,“ - ნათქვამია შეტყობინებაში.

ანგარიშის მიხედვით, სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის დაბომბვას და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციების დაზვერვას. ამასთან, ქალაქ იზიუმის ჩრდილოეთ რაიონში არტილერიიდან და ნაღმმტყორცნებიდან დაბომბვა გრძელდება:

„მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები ცდილობენ განახორციელონ შეტევითი ოპერაციები ლიმანსკის, სევეროდონეცკის და პოპასნაიის მიმართულებებით, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. ავდეევკასა და კურახოვის მიმართულებით მტერი აგრძელებს უკრაინის დამცველების პოზიციების დაბომბვას“.

გენშტაბის ცნობით, ქალაქ მარიუპოლში რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინული ქვედანაყოფების დაბლოკვასა და განადგურებაზე:

„ავიაციის მხარდაჭერით მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვების მიზნით“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს სთხოვა დახმარება მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან დაჭრილების ევაკუაციაში.

მარიუპოლის და "აზოვსტალის" დამცველი პოლკის „აზოვის“ მეთაურმა დენის პროკოპენკომ წუხელ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ მეორე დღეა, მოწინააღმდეგე შეიჭრა ქარხნის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლა.

პროკოპენკოს განცხადებით, ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S