Accentnews.ge
"აზოვის" მეთაური: "აზოვსტალში" მდგომარეობა კრიტიკულია, ბოლომდე ვიბრძოლებთ"

"აზოვის" მეთაური: "აზოვსტალში" მდგომარეობა კრიტიკულია, ბოლომდე ვიბრძოლებთ"

04/05/2022 19:53:33 მსოფლიო

"აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო აზოვსტალის ქარხანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, მტერი ამ წუთებშიც ქარხნის ტერიტორიაზეა და იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

"მდგომარეობა კრიტიკულია. "აზოვი" დაცვას გმირულად აგრძელებს და სიტუაციას აკონტროლებს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. დიდება უკრაინას!" - ამბობს პროკოპენკო.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, "აზოვსტალში" რუსული ჯარის მცდელობა, დაიკავოს ქარხნის ტერიტორია, წარუმატებლად მიმდინარეობს.

გენშტაბის ცნობით, რუსები "აზოვსტალზე" კონტროლის დამყარებას როგორც ქვეითი, ისე საჰაერო საბრძოლო მეთოდებით ცდილობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S