Accentnews.ge
მედია – დღეს საღამოს უკრაინის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის დნიპრო, კიევი და მიკოლაევი დაიბომბა

მედია – დღეს საღამოს უკრაინის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის დნიპრო, კიევი და მიკოლაევი დაიბომბა

04/05/2022 19:50:12 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა დღეს საღამოს უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, დნიპრო, ზაპორიჟიეში, კიევში, მიკოლაევსა და ჩერკასში აფეთქებების შესახებ იუწყებიან.

დნიპროში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაბომბეს, რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, აფეთქებების დეტალები უცნობია.

ცოტა ხნის წინ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქში ტყის ხანძარია. მისი განცხადებით, ივანოვსკის რაიონში, სოფელ როზვაჟევთან 1 ჰექტარი ფართობის ტყე იწვის.

ასევე, მისი თქმით, ტყე იწვის ჩერნობილის ზონაში, სოფელ დიტიატკისთან.

როგორც იგი აღნიშნავს, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია სპეციალური ტექნიკა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S