Accentnews.ge
ფილატოვი:"რუსეთის ჯარმა დნეპრის ცენტრი დაბომბა"

ფილატოვი:"რუსეთის ჯარმა დნეპრის ცენტრი დაბომბა"

04/05/2022 19:22:53 მსოფლიო

რუსეთის ჯარმა დნეპრის ცენტრი დაბომბა, რა დროსაც რკინიგზის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ამის შესახებ დნეპრის მერმა, ბორის ფილატოვმა "ტელეგრამის" არხით გაავრცელა ინფორმაცია.

ინფორმაციას ადასტურებს კომპანია "უკრზალიზნიცის" მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრ კამიშინიც.

"მორიგი სარაკეტო დაბომბვა მოხდა დნეპრის რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე. რკინიგზელთა შორის არავინ დაშავებულა. დაზიანების ხარისხს შევაფასებთ საჰაერო განგაში დასრულების შემდეგ", - წერს კამიშინი.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 3 მაისის საღამოდან რუსეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა კასპიის რეგიონიდან სარაკეტო დარტყმები განახორციელეს დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ლვოვის, ვინიცის, კიევის და ზაკარპატიეს ოლქების ინფრასტრუქტურაზე. სარდლობის თანახმად, სხვა საშუალებების გამოყენებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა ოდესის და დონეცკის ოლქებზეც.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, სარაკეტო იერიშების ძირითადი სამიზნე იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ელექტროსადგურები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S