"აზოვსტალში" უკრაინელ სამხედროებთან კავშირი აღდგენილია"
04/05/2022 18:11:47 მსოფლიო
უკრაინული მმართველი პარტიის ფრაქციის უფროსის დავით არახამიას განცხადებით, "აზოვსტალის" ქარხანაში უკრაინელ სამხედროებთან კონტაქტი აღდგენილია. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლების" რუსულ გამოცემას განუცხადა.
ამასთან, მან დაადასტურა, რომ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, "აზოვსტალში" რუსული ჯარის მცდელობა, დაიკავოს ქარხნის ტერიტორია, წარუმატებლად მიმდინარეობს.
გენშტაბი წერს, რომ რუსები "აზოვსტალზე" კონტროლის დამყარებას როგორც ქვეითი, ისე საჰაერო საბრძოლო მეთოდებით ცდილობენ.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ჯარებმა შტურმი 3 მაისს დაიწყეს, თუმცა ქარხანაში შეღწევა რუსებმა 4 მაისს შეძლეს.


