უკრაინის გენშტაბი: "მტერმა აზოვსტალზე" კონტროლის დამყარების მიზნით შეტევა განაახლა, წარმატება არ აქვთ"
04/05/2022 18:06:14 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა შეტევა განაახლეს "აზოვსტალის" ქარხანაზე.
"ცალკეულ რაიონებში, ავიაციის დახმარებით, მტერმა შეტევა განაახლა, რომლის მიზანია ქარხანაზე კონტროლის დამყარება, წარმატება არ აქვთ“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
მისი ცნობით, გარდა ამისა, მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევის განხორციელებას აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში.
„რუსეთის ჯარების სარდლობა ცდილობს გაზარდოს შეტევის ტემპი უკრაინის აღმოსავლეთით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასასვლელად, ასევე ცდილობს, განავითაროს შეტევა ზაპოროჟიეს და კრივოიროგის მიმართულებებზე“, - განაცხადეს უწყებაში.


