Accentnews.ge
პენტაგონის წარმომადგენელი – აშშ–ის მიერ კიევისთვის გამოყოფილი ჰაუბიცების 90% უკვე უკრაინაშია

პენტაგონის წარმომადგენელი – აშშ–ის მიერ კიევისთვის გამოყოფილი ჰაუბიცების 90% უკვე უკრაინაშია

04/05/2022 16:36:23 მსოფლიო

აშშ–ის მიერ კიევისთვის გამოყოფილი ჰაუბიცების 90% უკვე უკრაინაშია, – იუწყება CNN პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას 90 ერთეულ ჰაუბიცას დაჰპირდა.

რაც შეეხება ჰაუბიცის ტყვიებს, 144 000 ტყვიიდან 90 000 უკვე უკრაინაშია.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S