Accentnews.ge
თბილისსა და ქუთაისში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

თბილისსა და ქუთაისში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

04/05/2022 15:21:24 საზოგადოება

თბილისში, ორბელიანების სასახლესთან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „სიცოცხლისთვის!“ გაიმართა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაეყვანათ.

აქციაზე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, მისი მხარდამჭერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები. ისინი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ მოთხოვნის შესრულებამდე, საპროტესტო აქციები მუდმივად გაგრძელდება.

ორბელიანების სასახლის მიმდებარედ აქციის გამო, გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.

ქუთაისში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ექიმებმა გამართეს. მედიკოსების ნაწილი ექს–პრეზიდენტისთვის სათანადო მკურნალობის გაწევას ითხოვენ. მათი თქმით, აუცილებელია, მესამე პრეზიდენტთან დამოუკიდებელ ექსპერტთა და ექიმთა ჯგუფი დაუშვან, რომლებიც მის მდგომარეობას ადეკვატურად შეაფასებენ.

ექიმები ამბობენ, რომ სამედიცონო დახმარების მიღება ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S