Accentnews.ge
ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

04/05/2022 13:53:25 მსოფლიო

ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტით რუსეთში ბრიტანული ბიზნეს სერვისების ექსპორტი იკრძალება. ასევე სანქციები უწესდებათ რუსულ მედიაორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, ვინც ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.

ახალი ზომების მიხედვით, რუსეთის ბიზნესები ვერ ისარგებლებენ დიდი ბრიტანეთის მენეჯმენტის მრჩევლების, საბუღალტრო და და PR სერვისების მომსახურებით, რაც ამ სექტორებში რუსეთის იმპორტის 10%-ს ქმნის.

სანქციები დამატებით იმ 63 ორგანიზაციასა და ინდივიდს შეეხება, ვინც სახელისუფლებო მედიაორგანიზაციებთანაა კავშირში. სანქციების ფარგლებში მათი აქტივები გაიყინება და ბრიტანეთში მოგზაურობა აეკრძალებათ.

დიდ ბრიტანეთს ამ დრომდე 1 600-ზე მეტი რუსეთის მოქალაქისა და ორგანიზაციისთვის აქვს დაწესებული სანქციები.

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ განაგრძობს სოციალურ ქსელებთან მუშაობას, რათა დაუპირისპირდეს კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S