Accentnews.ge
უკრაინა ბულგარეთს დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დახმარებას სთხოვს

უკრაინა ბულგარეთს დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დახმარებას სთხოვს

04/05/2022 13:36:01 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბულგარეთ დახმარება სთხოვა დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში.

უკრაინა იმედოვნებს, რომ ბულგარეთი გააგრძელებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მედიკამენტების, ტანსაცმლისა და საკვების ჩათვლით.

ბულგარეთის პარლამენტი ოთხშაბათს გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს თუ არა უკრაინას სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობით.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S