Accentnews.ge
"სასამართლომ "რუსთავი 2"-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ სცნო"

"სასამართლომ "რუსთავი 2"-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ სცნო"

04/05/2022 13:13:18 საზოგადოება

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ სასამართლომ უკანონოდ სცნო "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება.

როგორც მელაძე აღნიშნავს, სასამართლომ გააუქმა ბრძანება და ტელეკომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

"ორწლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია! ახლა მოვემზადოთ ახალი სერიისთვის!", - წერს მელაძე სოციალურ ქსელში.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" 2019 წელს გადაიფორმა. ნოდარ მელაძე მფლობელის შეცვლიდან ერთი თვის თავზე გაათავისუფლეს.

არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი არხი" ჩამოაყალიბა, რომელშიც ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ერთი წლის შემდეგ მელაძემ არხი დატოვა და "TV პირველზე" გადავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S