მედია – პუტინის პირადმა ოპერატორმა თანამდებობა დატოვა
04/05/2022 12:56:27 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პირადმა ოპერატორმა თანამდებობა დატოვა, – იუწყება “ეხო კავკაზა”.
ილია ფილატოვმა კატეგორიულად უარყო ვერსია, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა უკრაინის ომს უკავშირდება.
ოპერატორის მეგობრების თქმით, პრეზიდენტთან მუშაობა საკარანტინო ზომების გამო მუდმივ იზოლაციას მოითხოვს.
“პროფესიაში წარმატებას მივაღწიე. გარდა ამისა, დავიღალე მრავალი თვის განმავლობაში კარანტინში ჯდომით” , – განმარტა თავისი გადაწყვეტილება ილია ფილატოვმა.


