Accentnews.ge
მარიუპოლის მერი: "სამხედროებთან, რომლებიც "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, კავშირი დაიკარგა"

მარიუპოლის მერი: "სამხედროებთან, რომლებიც "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, კავშირი დაიკარგა"

04/05/2022 12:04:45 მსოფლიო

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დღეს კავშირზე არ გამოსულან.

"სამწუხაროდ, დღეს ბიჭებთან კომუნიკაცია დაიკარგა. არანაირი კავშირი არ გვაქვს. გუშინ გვქონდა კომუნიკაცია, დღეს არ არის", - განაცხადა ბოიჩენკომ.

უკრაინული მედია იუწყება, რომ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ.

როგორც ცნობილია, ქარხანაში ამ დრომდე იმყოფებიან უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც არ მომხდარა.

როგორც უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდობით წერს, „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი 3 მაისს დაიწყო, ხოლო ქარხანაში შეღწევა რუსმა სამხედროებმა დღეს შეძლეს. მანამდე ქარხანა ინტენსიურად იბომბებოდა.

უკრაინული მედია იტყობინება, რომ ქარხანაში ახლა მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S