მედია –„აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ
04/05/2022 11:52:03 მსოფლიო
მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ, – იუწყება უკრაინული მედია.
როგორც ცნობილია, ქარხანაში ამ დრომდე იმყოფებიან უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც არ მომხდარა.
როგორც უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდობით წერს, „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი 3 მაისს დაიწყო, ხოლო ქარხანაში შეღწევა რუსმა სამხედროებმა დღეს შეძლეს. მანამდე ქარხანა ინტენსიურად იბომბებოდა.
უკრაინული მედია იტყობინება, რომ ქარხანაში ახლა მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს.


