Accentnews.ge
რომის პაპი –რუსეთის პატრიარქს მიმართავს: "ჩვენ იესოს ენით უნდა ვისაუბროთ"

რომის პაპი –რუსეთის პატრიარქს მიმართავს: "ჩვენ იესოს ენით უნდა ვისაუბროთ"

04/05/2022 11:09:20 მსოფლიო

"ჩვენ არ ვართ სახელმწიფო სასულიერო პირები, ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვიყენოთ პოლიტიკის ენა, ჩვენ იესოს ენით უნდა ვისაუბროთ", – ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პატრიარქ კირილეს ონლაინფორმატით შეხვედრისას.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა იტალიურ მედიასთან რელიგიურ ლიდერებს შორის 16 მარტს გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

რომის პაპის თქმით, რუსეთის პატრიარქი კირილი ომის გამართლებას 20 წუთის განმავლობაში ცდილობდა.

„მოვუსმინე და ვუთხარი: ამის შესახებ ვერაფერი გავიგე. ძმაო, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო სასულიერო პირები, ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვიყენოთ პოლიტიკის ენა, ჩვენ იესოს ენით უნდა ვისაუბროთ. პატრიარქი ვერ გადაიქცევა პუტინის დაქვემდებარებულად“, – განაცხადა რომის პაპმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S