Accentnews.ge
რუსეთში, ნიჟნევარტოვსკის სამხედრო კომისარიატის შენობას "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს

რუსეთში, ნიჟნევარტოვსკის სამხედრო კომისარიატის შენობას "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს

04/05/2022 10:06:18 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ ნიჟნევარტოვსკის სამხედრო კომისარიატის შენობას "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს, – იუწყებიან რუსული ოპოზიციური ტელეგრამ არხი Baza და რუსეთში მოქმედი ტელეკომპანია Ren TV.

Baza-ს ცნობით, უცნობმა პირმა აალებადი სითხით სავსე ორი ბოთლი კომისარიატის გასახდელში შეაგდო. აქედან ერთი მალევე ჩაქრა, მეორე შემთხვევაში კი ცეცხლი ხის პანელს მოედო.

Ren TV იტყობინება, რომ “ზოგიერთი ცნობით, თავდამსხმელს თან ჰქონდა სამი "მოლოტოვის კოქტეილი”:

“ერთი კომისარიატის შენობაში შეაგდო, მეორე დაამსხვრია, მესამე კი არ გამოიყენა. დამნაშავის ვინაობა ჯერ–ჯერობით დადგენილი არ არის”.

მარტში მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიუსაჯა. იმ შემთხვევაში სითხე არ დაღვრილა და არც ხანძარი გაჩენილა. 2 მაისს მოსკოვში სპეცრაზმის ავტობუსს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს. შემთხვევა კრემლის მახლობლად თეატრის მოედანზე მოხდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S