Accentnews.ge
სლოვაკეთი დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს

სლოვაკეთი დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს

04/05/2022 09:37:18 მსოფლიო

სლოვაკეთი დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების სპიკერის, მარტინა კოვალ კაკასჩიკოვას თქმით, საომარ მოქმედებებში დაზიანებულ ტექნიკას, ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია Konstrukta-Defence შეაკეთებს:

"სახელმწიფო კომპანიამ Konstrukta-Defence-მა უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიების შეკეთებასა და მოდერნიზების თაობაზე, კონტრაქტი დადო".

ცნობისთვის: კომპანია Konstrukta–Defence აწარმოებს ყველა კატეგორიის მანქანას და სამხედრო ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მიერ. კომპანია ასევე აწარმოებს თვითმავალ "ჰაუბიცებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S