მედია – ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, სლოვაკეთი და უნგრეთი რუსული ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე შეძლებენ
04/05/2022 09:12:06 მსოფლიო
ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, სლოვაკეთი და უნგრეთი 2023 წლის ბოლომდე შეძლებენ რუსული ნავთობის შესყიდვას, – იუწყება Reuters ევროკავშირის წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, გამონაკლისი დაშვებულია, რადგან სლოვაკეთი და უნგრეთი რუსულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.
ევროკავშირი რუსეთისგან ყოველდღიურად დაახლოებით 3.5 მილიონ ბარელ ნედლ და რაფინირებულ პროდუქტს ყიდულობს. გასულ წელს ბლოკმა 73 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა რუსულ ნავთობზე.
დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. მისი თქმით, რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასრულება ეტაპობრივად მოხდება. პირველ ეტაპზე ევროკავშირი 6 თვეში გაუფილტრავ ნავთობის რუსეთიდან მიღებას შეწყვეტს, 2022 წლის ბოლოსთვის კი რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე იტყვის უარს.


