Accentnews.ge
მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარია (VIDEO)

მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარია (VIDEO)

04/05/2022 09:07:48 მსოფლიო

ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, ნავთობის საცავში ოთხი 5000- ტონიანი ავზი იწვის.

დონეცკის ოლქის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარია ოკუპირებულ დონეცკშიც, სადაც საწყობები იწვის.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S