Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

04/05/2022 08:27:45 მსოფლიო

იაპონიისა და სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ბალისტიკური რაკეტა კიდევ ერთხელ გამოსცადა.

იაპონიის ინფორმაციით, რაკეტა ადგილობრივი დროით 12:10-ზე გაუშვეს, ხოლო 12:24-ზე ზღვაში ჩამოვარდა. სამხრეთ კორეის ცნობით, რაკეტა ფხენიანის სუნანის რაიონიდან იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს.

იაპონიის მთავრობაში ამბობენ, რომ რაკეტა იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა.

24 მარტს ჩრდილოეთ კორეამ მისივე გამოცხადებული მორატორიუმი დაარღვია და აკრძალული კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეისა და აშშ-ის მაღალჩინოსნების ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოცდების გაგრძელებას გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S