Accentnews.ge
„ტვიტერი“ მომხმარებელთა ნაწილისთვის შესაძლოა, ფასიანი გახდეს

„ტვიტერი“ მომხმარებელთა ნაწილისთვის შესაძლოა, ფასიანი გახდეს

04/05/2022 08:24:28 მსოფლიო

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელმაც ახლახანს იყიდა სოციალური ქსელი „ტვიტერი“, აცხადებს, რომ „ტვიტერი“ მომხმარებელთა ნაწილისთვის შესაძლოა, ფასიანი გახდეს.

„ტვიტერი ყოველთვის უფასო იქნება ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, მაგრამ შესაძლოა, მცირედი ფასის დაწესება კომერციული და მთავრობებთან დაკავშირებული მომხმარებლებისთვის“, – დაწერა ილონ მასკმა "ტვიტერში" პირად გვერდზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S