პოლიციის უფროსი: "კიევის რეგიონში კიდევ 20 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს"
04/05/2022 08:18:21 მსოფლიო
კიევის რეგიონში, იმ სოფლებში, რომლებიც რუსებს კვირების განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდათ, პოლიციამ დამატებით 20 დაღუპული უკრაინელი მოქალაქის ცხედარი იპოვა. ამის შესახებ კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.
„მხოლოდ გუშინ დამატებით 20 დაღუპულის ცხედარი ვიპოვეთ. ძირითადად ბოროდიანკასა და ახლომდებარე სოფლებში, ისევე, როგორც ვიშოგოროდის დასახლების სოფლებში“, - განაცხადა ნებიტოვმა.
მისი ინფორმაციით, საერთო ჯამში, პოლიციამ კიევის რეგიონში უკვე იპოვა და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა 1 235 უკრაინელის ცხედარს.
პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი უმეტესობას მსუბუქი იარაღით მოკლეს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


