
სოფელ ბაკურციხეში, პურის საცხობში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
04/05/2022 07:53:22 საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, პურის საცხობში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.
35 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი თანამშრომლებმა დღეს დილით ნახეს.
გარდაცვლილი წარმოშობით წნორიდანაა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ იგი შესაძლოა, ბუნებრივი აირით გაიგუდა, რადგან საცხობში პური გაზის გამოყენებით ცხვება.
შემთხვევის ადგილზე პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.